Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა
Civil.ge
07 December 2017, 14:05


ენმ-ის მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, 6 დეკემბერი, 2017. ფოტო: facebook/Nugzar Tsiklauri

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და აქტივისტებმა 6 დეკემბერს თბილისში „ღირსების მანიფესტაცია“ გამართეს, სადაც უკრაინის ხელისუფლების მიერ სააკაშვილის დაკავება და „ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანში“ გააპროტესტეს. აქციის რამდენიმე ათასი მონაწილე, „მიშა, მიშას“ შეძახილებით, მეტრო რუსთაველიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართა, სადაც პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს.

„ეს არის დაპირისპირება ოლიგარქებსა და ხალხს შორის. ორ ოლიგარქს შორის მოხდა შეთახმება, რომ მთავარი მედროშე, მთავარი მებრძოლი, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ებრძვის ოლიგარქიას საქართველოშიც და უკრაინაშიც, მიხეილ სააკაშვილი, გაანეიტრალეს როგორც ივანიშვილმა, ასევე პოროშენკომ, მათი შეთანხმებით“, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. „დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ თუ ივანიშვილი, პოროშენკოსთან ერთად,  განზრახვაზე ხელს არ აიღებს, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა თბილისის ქუჩებში, მაგრამ აღარ დაიშლება“, - დასძინა მან. 

აქციის მონაწილეებს სიტყვით ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა, თბილისი მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმაც მიმართა. 

„დღეს ჩვენ ამ აქციას დავარქვით ღირსების მანიფესტაცია. დიახაც, ღირსების. იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმეა, რომ ძალიან ხმამაღალი პროტესტი გამოვაცხადოთ იმ პროცესების გამო, რომელიც ვითარდება დღეს უკრაინაში და რომელიც მიმდინარებს საქართველოში“, - განაცხადა უდუმაშვილმა. „მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გაიმარჯვა. უკვე გაიმარჯვა. და არა იმ დროს, როცა ის უკრაინელმა ხალხმა დაკავებული, ბორკილებით გადმოიყვანა ავტომანქანიდან. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ გაიმარჯვა, როდესაც ის დააკავეს. ეს იყო უკვე პოროშენკოს დამარცხება. ეს იყო ყველაზე უგუნური გადაწყვეტილება, რაც შეეძლო მიეღო უკრაინის ოლიგარქ მმართველს“, - დასძინა მან.
 
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ „ღირსების მანიფესტაციის“ გამართვის გადაწყვეტილება 5 დეკემბერს, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მიიღო. პარტიამ გამოაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო „მოქმედების საგანგებო რეჟიმზე“ გადადის

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციური „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, 5 დეკემბერს დააკავა, თუმცა პოლიტიკოსმა, მხარდამჭერების დახმარებით, გათავისუფლება შეძლო. იმავე დღეს, უკრაინის გენერალური პროკურორმა განაცხადა, რომ სააკაშვილი, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან - იანუკოვიჩთან დაკავშირებული ბიზნესმენისგან მიღებული დაფინანსებით, ხელისუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავდა. 

სააკაშვილი, რომელიც უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში მისვლას ამ დრომდე თავს არიდებს, უკრაინის პროკურატურამ ძებნაში გამოაცხადა. სააკაშვილმა 6 დეკემბერს განაცხადა, რომ მზად არის გამომძიებელი მიიღოს კარვების ბანაკში, რომელიც მისმა მხარდამჭერებმა ვერხოვნა რადას მახლობლად მოაწყვეს.

ამავე თემაზე

უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა
მხარდამჭერების მიერ გათავისუფლებული სააკაშვილი ქართველი და უკრაინელი ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს 
ქართველი პოლიტიკოსების კომენტარები კიევში სააკაშვილის დაკავებაზე 
უკრაინის უსაფთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი დააკავა 

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი